Logo

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და ამაში მეგობრებიც დაარწმუნა”

საზოგადოება
830
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიას გუნდის მიერ "ქართული ოცნების" დატოვებას გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და ამაში მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა. 

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები და ერთად მუშაობა იყო საჭირო, გიორგი გახარიამ დატოვა გუნდი, შემდეგ მისმა მეგობრებმა – საპარლამენტო უმრავლესობა. 

"ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს, რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების, პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზედაც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა არჩევნების დროს. რა თქმა უნდა ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხი იქნება გასაცემი. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როცა ქვეყანაში არის ის გამოწვევები, რაზეც თვითონ ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა, ვფიქრობ, რომ არის მიუღებელი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც შენს საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ, გადიხარი აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომელზეც ზუსტად შენც გეკისრება პასუხისმგებლობა და შენც გაქვს ვალდებულება, რომ ამის მოსაგვარებლად იმუშაო. 

მე გარწმუნებთ, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო ორიენტირებული პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე, მეორე მხრივ, ცხადია, როდესაც ოპოზიცია იქცევა ისე უპასუხისმგებლოდ, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, რომელსაც ბოლო თვეების მანძილზე საზოგადოება ხედავს და ყველანაირად ცდილობენ, რომ უარი თქვან ნორმალურ პოლიტიკურ პროცესზე და არ სურთ იყვნენ ოპოზიცია, ამ ფონზე რა საკვირველია, ეს გადაწყვეტილებები და ეს პროცესები არის ზუსტად ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ დავაკვირდებით დიდი ყურადღებით და ყველაფერზე ძალიან ადეკვატური რეაგირება გვექნება"-განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი გახარიას გუნდმა, 6-მა დეპუტატმა "ქართული ოცნება" დატოვა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები