
ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" ზეწოლას ვერ გაუძლო და სწორედ ამიტომ შეცვალა გადაწყვეტილება, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მას აღნიშნული ცვლილებებზე ვეტოს დადება ჰქონდა გადაწყვეტილი.
"პირდაპირ გეტყვით, გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და იმაზეც დაფიქრდა, რომ შესაძლებელია ვეტო გამოეყენებინა და სათანადო შემხვედრი წინადადებებით, ვეტოსთან ერთად მიმართავდა პარლამენტს. ეს იყო ამ საუბრის შინაარსი, თუმცა ილუზია, რომ 100%-ით ასე მოხდებოდა, არ გვქონდა.
შანსი, რომ აქტიურად და პოზიტიურად ჩართულიყო ქვეყნის ცხოვრებაში სამი წლის მერე მაინც, ხელიდან გაუშვა. კიდევ ერთხელ გვანახა, რომ ის არის უხერხემლო, უნებისყოფო პრეზიდენტი", – განაცხადა ჩიხლაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს