Logo

კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტს შინაპატიმრობა შეეფარდა

უკრაინა
640
Frontnews image description

სასამართლომ კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტ პაველს 60-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.

 

შინაპატიმრობის გარდა, მიტროპოლიტი პაველი ასევე იძულებული იქნება, ატაროს ელექტრონული სამაჯური, თუმცა სასამართლომ მას ღვთისმსახურების ჩატარების და მორწმუნეებთან ურთიერთობის ნება დართო.

 

მიტროპოლიტს რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებასა და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში ადანაშაულებენ.

 

უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, შემდეგ კი სასამართლოში დაიბარეს.

 

მიტროპოლიტი სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სხდომა 3 აპრილისთვის გადაიდო, თუმცა მოგვიანებით, სასამართლომ გადაწყვეტილებას გადახედა და აღკვეთის ღონისძიება დღესვე შეუფარდა.

Advertisement