კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს პატიმრობა არ შეუფარდა

ავტორი
Front News საქართველო
კიევის სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა და პირადი თავდებობით გაათავისუფლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პოროშენკოს საზღვარგარეთის პასპორტის ჩაბარება მოუწევს.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი კიევში 17 იანვარს დაბრუნდა.
პოროშენკოს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.
თაგები:
პეტრო პოროშენკო




