Logo

კიევში რუსების დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია, დაშავებულია 82

უკრაინა
08.07.2024 / 20:29
Frontnews image description

კიევში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, დაშავებულია 82, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.

 

“დედაქალაქში სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაშავდა 82“, – წერს პოპკო.

 

დღეს დილით,  რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევში დაბომბეს ბავშვთა საავადმყოფოც.

 

მსხვერპლი არის სხვა ქალაქებშიც. კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

თაგები:

კიევი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები