კიევში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
ღამის განმავლობაში, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები კიევის სოლომენსკის რაიონში სამძებრო სამუშაოებს განაგრძობდნენ. ნანგრევებიდან რუსული თავდასხმის კიდევ ხუთი მსხვერპლის ცხედარი ამოიყვანეს.
მოგვიანებით ნანგრევებში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, დღეს დილის მონაცემებით, ნაწილობრივ დანგრეული ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან სულ 17 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამუშაოები გრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, 17 ივნისს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.
17 ივნისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებისა და კამიკაძე დრონების გამოყენებით კიევზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს, ერთ-ერთმა რაკეტამ მნიშვნელოვნად დააზიანა დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში მდებარე მრავალსართულიანი შენობა.
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისას გამოიყენეს 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 280-მდე დამრტყმელი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტა.
დარტყმის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი. შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ოდესაშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 239 რუსული დრონი და 23 რაკეტა ჩამოაგდეს.
კიევში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს