კიევში შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ედგარს რინკევიჩის განცხადებით, მინისტრები უკრაინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავენ.
“ეს არის მინისტრთა ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც ეწვია უკრაინას რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ. მთავარი საკითხია, როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა”, – წერს რინკევიჩი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუს განცხადებით, ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინელების მხარდაჭერას რუსეთის თავდასხმების მიუხედავად.
მინისტრები უკვე შეხვდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს. მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო იარაღი, ფინანსები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
“მე-9 სანქციების პაკეტში ჩვენ ვიმედოვნებთ რუსული ბანკების SWIFT-დან სრულ გათიშვას და ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ სექტორს და რუსეთის მიერ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხს“, – განაცხადა შმიგალმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს