Logo

კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

სამართალი
644
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

სროლა კიკეთში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

Advertisement