კილიან მბაპე ევროპის "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა

ავტორი
Front News საქართველო
26 წლის ფეხბურთელი კილიან მბაპე ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
მადრიდის "რეალის“ ფრანგმა თავდამსხმელმა სეზონში 31 გოლი გაიტანა და 62 ქულით კონკურენტები - „სპორტინგის“ ვიქტორ იოკერესი და „ლივერპულის“ მოჰამედ სალაჰი უკან ჩამოიტოვა.
დაჯილდოების შემდეგ მბაპემ კლუბსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.
"ვიცი, რომ თანაგუნდელების გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიპოვებდი. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, ექიმებს, მთელ პერსონალს, ყველას ვინც, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა მეხმარებოდა. სეზონი კარგად დავიწყე და იმედი მაქვს,რომ მომავალ წელსაც აღნიშნული პრიზის ფლობელი მე გავხდები !“- განაცხადა ფეხბურთელმა.
ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. ლა ლიგაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ 2023–24 წლების სეზონში „ოქროს ბუცი“ ჰარი კეინმა მოიგო, 2022–23 წლებში ერლინგ ჰალანდმა, ხოლო მანამდე, ორი სეზონის განმავლობაში, პრიზს რობერტ ლევანდოვსკი ფლობდა.
თაგები:
კილიან მბაპე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


