კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეას ემუქრება, რომ “ფერფლად გადააქცევს”


ავტორი
Front News საქართველო
ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი ქვეყნის მთავარ სამხედრო ქარხნებს ეწვია და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ კიდევ ერთი მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა.
8 და 9 იანვარს ქარხნებში ვიზიტის დროს, კიმ ჩენ ინმა “დიდი კმაყოფილება“ გამოთქვა იმის გამო, რომ ქარხნები “უნაკლოდ ახორციელებენ გეგმას”.
ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა პროდუქტიულობის ზრდის მუდმივი დაჩქარების მნიშვნელობას, კერძოდ, უფრო და უფრო მეტი იარაღისა და აღჭურვილობის წარმოებას, ასევე ”მიმდინარე წლის იმ წლად გადაქცევას, როდესაც დიდი ცვლილებები მოხდება ქვეყნის ომისთვის მზადების დაჩქარებაში“.
თავის გამოსვლებში დიქტატორმა კორეის რესპუბლიკას “ყველაზე მტრული სახელმწიფო” უწოდა და განაცხადა, რომ თუ სამხრეთ კორეა საფრთხეს შეუქმნის ჩრდილოეთ კორეას, ის “არ დააყოვნებს გამოიყენოს არსებული საშუალებები და ძალების მთელი არსენალი, რათა კორეის რესპუბლიკა მთლიანად ფერფლად გადააქციოს“.
თაგები:
კიმ ჩენ ინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს