კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე გარდაიცვალა, - ინფორმაციას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
პანაშვიდები 7 და 8 ნოემბერს გაიმართება, გამოსვენება კი 9 ნოემბერს, 14:00 საათზე.
გიორგი დოლიძემ 1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი. 1961-1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო.
მისი რეჟისორობით 1981-1987 აღდგენილია 18 ძველი ქართული მხატვრული ფილმი, მათ შორის ალექსანდრე წუწუნავას „ორი მონადირე“, „ხანუმა“, კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“, „კრაზანა“, „კომუნარის ჩიბუხი“; მიხეილ ჭიაურელის „საბა“; დავით რონდელის „უგუბზიარა“; მიხეილ გელოვანის „ნამდვილი კავკასიელი“; ორადორი შემორჩენილი ფილმი ლადო ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით: „შურისმაძიებელი ღმერთი“ და „ორლოვების ოჯახის სირცხვილი“.
გიორგი დოლიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და კრიტიკული წერილები ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ნათარგმნი აქვს მარკ ტვენის „იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები“, მაინ რიდის „ოკეანეში დაკარგული“ და სხვა.
გიორგი დოლიძე იყო ნ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
2005 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს „ჩოხოსან რაინდთა დასის“ გამგეობის თავმჯდომარე და საზოგადოების ჟურნალის, „რაინდის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
2012 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გიორგი დოლიძის წიგნის, „ვასილ ამაშუკელი – კავკასიური კინოს პიონერი“ პრეზენტაცია.
თაგები:
გიორგი დოლიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


