Logo

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

საზოგადოება
1364
Frontnews image description

74 წლის ასაკში კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა. 

ბუბა ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი.

როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები