Logo

კირბი – ამინდი არ შეაფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას კიდევ ორ თვემდე

უკრაინა
379
Frontnews image description

ამინდი ხელს არ შეუშლის უკრაინელ სამხედროებს შეტევითი ოპერაციების გაგრძელებაში კიდევ თვენახევარი-ორ თვე, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ამინდის პირობები გაუარესდება, ეს გავლენას მოახდენს საომარი მოქმედებების წარმართვაზე და შესაძლოა, გაართულოს ის.

 

როგორც კირბიმ აღნიშნა, აშშ-ს სურს, ჰქონდეს იმედი, რომ რომ უკრაინის თავდაცვის ძალები შეძლებენ წარმატების მიღწევას.

 

უკრაინის არმიის კონტრშეტევა ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად გრძელდება. თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს წარმატებას ფრონტის მთელ სიგრძეზე, განსაკუთრებით ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რაიონში.

თაგები:

ჯონ კირბი
Advertisement