კირბი – ჩინეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება, სურს თუ არა დაეხმაროს პუტინს უკრაინელების მკვლელობაში


ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთმა, როდესაც გადაწყვეტს რუსეთისთვის იარაღის შესაძლო გადაცემას, უნდა განსაზღვროს, ნამდვილად სურს თუ არა პუტინის მხარეს დადგეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ჩინეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება. მას ნამდვილად სურს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მხარეს დადგეს? ნამდვილად სურს ბატონ პუტინს დაეხმაროს უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობაში? იმიტომ, რომ მსგავსი ნაბიჯი ასე გამოიყურება”, – განაცხადა კირბიმ.
როგორც კირბიმ აღნიშნა, რუსეთისთვის იარაღის გადაცემა დარტყმას მიაყენებს ჩინეთის პოზიციას საერთაშორისო საზოგადოებაში და თუ პეკინი ზრუნავს თავის საერთაშორისო რეპუტაციაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ნაბიჯი მის ინტერესებში არ შედის.
“პრეზიდენტ სი ძინპინს მოუწევს არჩევანის გაკეთება. ჩვენ მოვუწოდეთ მას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ და არ გაუადვილოს ბატონ პუტინს უდანაშაულო უკრაინელების მოკვლა”, – აღნიშნა კირბიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს