კირბი – უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე არის უკრაინაში, ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას სათანადოდ იყენებენ და ისინი გავლენას ახდენენ რუსეთის თავდაცვით დაჯგუფებებზე და რუსეთის თავდაცვით მანევრირებაზე.
“ჩვენ მივიღეთ უკრაინელებისგან თავდაპირველი გამოხმაურება და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას“, – აღნიშნა კირბიმ.
7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც პირველად მოიცავდა კასეტურ საბრძოლო მასალას.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გამოყენებული იქნება მხოლოდ ბრძოლის ველზე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.
თაგები:
ჯონ კირბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს