
ავტორი
Front News საქართველო
კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შესვლა შესაძლოა, შეიზღუდოს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა პარლამენტარებსაც შეეხოს.
როგორც თუთბერიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილთან მნახველების სიაში რამდენიმე პირის დამატება ითხოვეს, მათ შორის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის, თუმცა კლინიკა “ვივამედის” ადმინისტრაციისგან პასუხად 30 მაისით დათარიღებული დადგენილება მიიღეს პასუხი, რომლითაც პატიმრებთან მნახველების შესვლა შესაძლოა, შეიზღუდოს.
“პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატიც გახლავთ ესკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი, რომლის თანახმადაც, მნახველების დაშვება აკრძალულია მსჯავრდადებულებთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკური დირექტორის თანხმობა.
რამდენიმე პირის დაშვება ვითხოვეთ და მათ შორის ვითხოვეთ საფუძვლები სამართლებრივი და მოწესრიგების წესი, ამ წერილის პასუხად გამოგვეგზავნა იმავე დღეს, როგორც ჩანს, ეს პასუხი. საბოლოო მიზანი არ ვიცი, თუმცა რისკი, რასაც ვხედავთ არის, შესაძლებელია უკავშირდებოდეს და საფუძველი მზადდებოდეს მნახველების დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ შეზღუდვა გავრცელდეს პარლამენტარებზეც”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
თაგები:
შოთა თუთბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს