Logo

კლინიკაში 7 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო შეისწავლის

შემთხვევა
454
Frontnews image description

თბილისში, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. 

 

მოზარდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ და ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა. 

 

მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ექიმების დაუდევრობა გახდა. 

 

მანაგაძის კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. 

 

ამბროსი პერტიას თქმით, მოზარდს საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება.

 

თაგები:

მოზარდი
Advertisement