ახალგაზრდა ქალი, რომლის დაწვაც ყოფილმა ქმარმა ერთი კვირის წინ სცადა, კლინიკაში გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კასპში ყოფილმა ქმარმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი ცოცხლად დაწვა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ძალადობის მსხვერპლი ქალი თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მას სხეულის 45%-ის დამწვრობა ჰქონდა.
25 სექტემბერს კასპში მამაკაცმა ყოფილ ცოლს კისრისა და ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
დამნაშავე დაკავებულია და მას თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
თაგები:
ძალადობის მსხვერპლი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს