კლუნების ფონდი - მზია ამაღლობელის საქმე შეხსენებაა საფრთხის, რომელიც პრესის თავისუფლებას ემუქრება


ავტორი
Front News საქართველო
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დაკვირვებას განაგრძობს.
"ამ კვირაში ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა დაბადების დღე ციხეში გაატარა.
მის ბოლო სხდომაზე:
სასამართლომ ბრალდებების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დაცვის მხარის ჩვენება დაბლოკა.
პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები გამოიყენეს, რათა მას „განმეორებითი დამნაშავე“ ეწოდებინათ.
პოლიციამ განაცხადა, რომ მათ მხრიდან მომიტინგეების მიმართ აგრესია არ ყოფილა.
მზიას საქმე საქართველოში შეხსენებაა საფრთხის, რომელიც პრესის თავისუფლებას ემუქრება.
მსოფლიო აკვირდება", - წერს ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი.
თაგები:
კლუნების ფონდი