
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი შანიძე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოს ევროპულ, თავისუფალ მომავალს იცავდა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” განცხადებაშია აღნიშნული.
“რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უკანონოდ დაკავებულ გიორგი შანიძეს ივანიშვილის სასამართლომ თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი შანიძე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოს ევროპულ, თავისუფალ მომავალს იცავდა. 26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შევქმნათ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც მოემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი შანიძეს!” – აღნიშნულია განცხადებაში.
შანიძეს გამოძიება ორი მუხლით ედავება – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 265-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც ნარკოტიკული საშუალების (კანაფის) მოყვანას გულისხმობს. მეორე მუხლი შანიძეს მოგვიანებით წარუდგინეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს