“კოალიცია ცვლილებისთვის” სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე


ავტორი
Front News საქართველო
ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ეს არის ჩვენი კოალიციის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და იქ მისი კოალიციის ყოფნა შეუძლებელი.
“ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ეს არის ჩვენი კოალიციის გადაწყვეტილება – განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ განცხადებით, “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, “გირჩი”, “დროა” პარტიული სიის წევრი არ გამატაროთ რეგისტრაციაში როგორც არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
რამდენჯერაც იქნება საჭირო, 82-ვე წევრი მოაწერს ხელს უარს. ყველა ვაწერთ ხელს ამ განაცხადს, რითაც ვადასტურებთ იმას, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მონაწილეობა შეუძლებელია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს