Logo

კოალიციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 5 არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა

სამართალი
10.11.2022 / 12:37
1001
Frontnews image description

კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, მათ მიერ მხარდაჭერილი 5 არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა. 

 

კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი; ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი; დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; სულხან სალაძე – კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

 

როგორც კოალიციაში აცხადებენ, კანდიდატების წარდგენისას ორი მთავარი საკითხით იხელმძღვანელეს, ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და პროფესიონალიზმი. 

 

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ რეალურად დამოუკიდებელი ნეიტრალური კანდიდატები“, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სინომიშვილმა. 

Advertisement