Logo

კობა ხაბაზი – დავალებით იყვნენ მოსული, რომ ვინმე ცნობადი ადამიანი ეცემათ

პოლიტიკა
972
Frontnews image description

ძალიან ცუდად დაამთავრებენ ეს არაკაცები, საქართველოში ბევრი რამ მაქვს გამოვლილი, უკრაინა გამოვიარე და ზუსტად ვიცი, შეუძლებელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების შეშინება ან დამარცხება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ.

მისი თქმით, პარტიის ოფისიდან გამოსვლის დროს 50-მდე პირი დაესხა თავს.

“ოფისიდან ლიფტით ჩავდიოდი, ჩასასვლელში კიბეებია და იქ შავ ტანსაცმელში, ნიღბებში 50-მდე ადამიანი იყო. ჩავთვალე, შემოწმებაზე ან რაღაცაზე არიან, ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ როგორც კი დამინახეს, „აგერო“ – დაიძახეს, უკნიდან ჩამარტყეს, კიბეებზე დავგორდი. შემდეგ, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად წიხლებს მირტყამდნენ, ვიღაცამ თავშიც ჩამარტყა. დავალებით იყვნენ მოსული, რომ ვინმე ცნობადი ადამიანი ეცემათ, ტერორი მომხდარიყო, შეშინება, მიზანი ეს იყო. დაავიწყდათ, რომ ეს ჩემთვის პირველი შემთხვევა არ არის, ორჯერ მოხდა და ორივეჯერ ჩემს ცემას რევოლუცია მოჰყვა.

ძალიან ცუდად დაამთავრებენ ეს არაკაცები, საქართველოში ბევრი რამ მაქვს გამოვლილი, უკრაინა გამოვიარე და ზუსტად ვიცი, შეუძლებელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების შეშინება ან დამარცხება“, – განაცხადა კობა ხაბაზმა.

Advertisement