Logo

კობა ხაბაზი – უკვე ისეთ სპირალში არიან შესულები, რომ ვეღარ გამოძვრებიან

პოლიტიკა
396
Frontnews image description

საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, ივანიშვილი პუტინს უმტკიცებს, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, პუტინისგან მოდის მოთხოვნები. არ დარჩება სისულელე, რომელსაც ისინი არ ჩაიდენენ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ დღესაც ივანიშვილი რუსეთში წავა და თავის თანამებრძოლებს ისე დატოვებს, როგორც ასლან აბაშიძე.

” საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, ივანიშვილი პუტინს უმტკიცებს, რომ ის აკონტროლებს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, პუტინისგან მოდის მოთხოვნები – მიიღე “რუსული კანონი”, თქვი ევროკავშირზე უარი, გადაუარე და სცემე მოქალაქეები. ეს ყველაფერი დირექტივების დონეზე ხდება, აქედან გამომდინარე, არ დარჩება სისულელე, რომელსაც ისინი არ ჩაიდენენ. უკვე ისეთ სპირალში არიან შესულები, რომ ვეღარ გამოძვრებიან, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე რეჟიმებს დაუსრულებიათ ისე, რომ გასაქცევი არ ჰქონიათ მართლა არსად, მაგრამ ივანიშვილი ალბათ, თავისი ვერტმფრენით გაგვასწრებს რუსეთში. ყველას გავახსენებ, ასლან აბაშიძე რომ გარბოდა, ყველა მისი მეგობარი დატოვა და თავისი ძაღლი წაიყვანა. ასე მოუვა ბევრს, ვინც ივანიშვილის სამსახურში არიან. ერთადერთი, რისი მომხრეც ვიქნები, სამართლიანმა სასამართლომ უნდა განსაჯოს ყველა. უნდა დასრულდეს ჯოჯოხეთურ წრეზე სიარული. საქართველომ ეს ჯაჭვი უნდა გაარღვიოს და უნდა დაიმკვიდროს ევროპაში ღირსეული ადგილი.

ძალიან ბევრჯერ წავედით ამ ჯაჭვზე, მაგრამ საოცარი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებასთან ერთად საქართველოში რუსეთი დასრულდება”, – განაცხადა კობა ხაბაზმა.

კობა ხაბაზსს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ოფისში გუშინ ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Advertisement