კობა ხაბაზს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისთან კობა ხაბაზს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხაბაზის თქმით, მას თავში უკნიდან ჩაარტყეს, რის შემდეგაც დაეცა.
მისივე თქმით, დაცემის შემდეგ “ტიტუშკებმა” მისი ცემა გააგრძელეს, შემდეგ კი გაიქცნენ.
ხაბაზს დაზიანებები აქვს თავის არეში.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისთან ახლოს ასევე, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს. ორივე მათგანს დაზიანებები აღენიშნებათ.
იქამდე კი, ფურცელაძის ქუჩაზე აქციის მონაწილე ორ პირს დაესხნენ თავს, ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თაგები:
კობა ხაბაზი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს