
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ, სუსტადაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტმა კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
“ხვალინდელი აქცია აუცილებლად ჩატარდება, ის იქნება ხალხმრავალი, ეს აქცია მიეძღვნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. არის კარგ პოლიტიკურ ფორმაში, მაგრამ რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე მომეჩვენა, რომ ის არის სუსტად, მას უჭირს გადაადგილება. ვისაუბრეთ, სხვათაშორის, ვდილობდა გაეხსენებინა გლდანთან დაკავშირებით და თქვა, რომ ბევრი რამ იქედან არც კი მახსოვსო. პოსტტრავმული სინდრომის რაღაც ხდება აშკარად”, -განაცხადა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა გარდაუვალი გახდეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს