
ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა მიხეილ სააკაშვილის ქართველი მხარდამჭერების სახელით, რომლებიც ასიათასობით არიან, მადლობა გადაგიხადოთ უკრაინელ ხალხს, ვინც ახლა საშინელ, სასტიკ ომში ხართ ჩაბმულები უმოწყალო აგრესორთან და მიუხედავად ამისა პოულობთ დროს, რომ მხარდაჭერა გამოხატოთ მიხეილის მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა კობა ნაყოფიამ კიევში “მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის საერთაშორისო მოძრაობის” დაფუძნების ღონისძიებაზე განაცხადა.
“პრეზიდენტ ზელენსკის ბოლო განცხადება საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი იყო, რისთვისაც მასაც დიდი მადლობა. მადლობა უკრაინის უზენაეს რადას, რომელმაც დადგენილება მიიღო და მიმართა სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგან.
მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი და სამწუხაროდ, ეს ხდება ისევ ქართველების ხელით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის წევრების ხელით, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს და მიხეილიც, რომელიც ამ ბრძოლის ნაწილია, აუცილებლად გამარჯვებული გამოვა ციხიდან”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
თაგები:
კობა ნაყოფია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს