
ავტორი
Front News საქართველო
პარტიაში, როგორც მინიმუმ, ვიქნები იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის პუტინისა და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში, ამიტომ პარტიას არ დავტოვებ, მაგის იმედი ნურავის აქვს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა.
“რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს. თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს, იმას მართვაში თავისი გუნდი მოჰყავს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის”, – განაცხადა ნაყოფიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58% მიიღო.
თაგები:
კობა ნაყოფია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს