
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნებზე აქტივობა მაღალია.
მისი თქმით, ხმის მიცემამდე ყველა ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოხდა და სიიდან 118 ადამიანი ამოიღეს.
“არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრი და მხარდამჭერი დარეგისტრირდა არჩევნებზე. საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, მიუხედავად იმის, რომ იყვნენ ისეთია ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ზოგიერთი პარლამენტის წევრიც, ალბათ, თვითონ მიხვდებიან ვისზე ვსაუბრობ.
პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
თაგები:
კობა ნაყოფია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს