კობა ნაყოფია – პრეპარატებია და სითხე რასაც ის ღებულობს, ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი


ავტორი
Front News საქართველო
პრეპარატებია და სითხე რასაც ის ღებულობს, ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი, – ამის შესახებ სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“26-ე დღეა, მისი შიმშილობიდან და ამ დროში ადამიანს შიმშილობა დაეტყობა, ბუნებრივია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მხნედ არის, პოლიტიკურ ფორმას ნამდვილად ინარჩუნებს. გუშინ “ოცნების” მათმა მთავარმა სპიკერმა კობახიძემ თქვა, რომ თითქოს ის ჭამს და ასეთი რაღაცები ილაპარაკა. უკვირთ, ადამიანი ამდენი დღე ასე რომ უძლებს. დავუჯერებდით, თუ ორი დღე მაინც შეძლებენ იმ პირობებში ყოფნას, რა პირობებშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
გარდა იმ სიისა, რაც მიაწოდა კონსილიუმმა, არაფერს იღებს. ამ სიაში შედის ისეთი რამ, როგორიც არის კალიუმი, ფოსფორი და სხვა ელექტროლიტები. პრეპარატებია და სითხე, რასაც ის ღებულობს. ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი. ამავე დროს, კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველგან აყენია დღის და ღამის ხედვის კამერები, საპირფარეშოშიც კი. ასე რომ, მისი გადაადგილება სრულად კონტროლდება ციხის ტერიტორიაზე. ყველგან აყენია ხმის ჩამწერი კამერები და თვითონ კარგად იციან რას მიირთმევს და რას არა. თუ ასეთი ფაქტი აქვთ, შეუძლიათ გამოაქვეყნონ და გვაჩვენონ, თუ რამეს ჭამს. ეს არის მორიგი მათი ფეიკი, როგორც ჩვევიათ”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.


გიორგი ცუცქირიძე – ვარაუდების დონეზე, ცალკეულ ჩანაწერზე, დასკვნების გამოტანა, არახამიასთვის უცხო ნამდვილად არ არის, ყველა მისი ბრალდება, არც დოკუმენტურად და არც ფაქტობრივი მასალით არ დადასტურებულა

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება

კობა ნაყოფია – მივიღე ძალიან მოკლე და მარტივი პასუხი – მინდა დავბრუნდე საქართველოში, არც პოლიტიკა მაინტერესებს და არც ბიზნესი