
ავტორი
Front News საქართველო
მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია, სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ პარტიაში არჩევნების გამართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი მიმდინარე პროცესებში არ ერევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ახლა ამის დრო არ არის.
“არ ერევა მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებში, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და ამბობს, რა დროს ეგაა. მიხეილ სააკაშვილს არასდროს არ მიაჩნდა… ჩვენი ენერგია ახლა მიმართული უნდა იყოს სხვა საკითხებისკენ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა “ნაციონალური მოძრაობა“.
ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომელზეც არც მე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდი, ისევე როგორც პარტიის თავმჯდომარემ არაფერი იცოდა, სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე… მოდით, დაველოდოთ მოვლენებს, მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
მისი თქმით, ის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს კვლავ ნიკა მელიას დაუჭერს.
“არ მიმაჩნია, რომ მან თავი ამოწურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“, – განაცხადა ნაყოფიამ.
თაგები:
კობა ნაყოფია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს