
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამიასთან შეწყალების საკითხზე არ მილაპარაკია, თუმცა მისგან დამოუკიდებლად ამ მიმართულებითაც სამუშაოა – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისი თქმით, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია იმედიანად არის განწყობილი და თვლის, რომ საზოგადოების ზეწოლა შედეგს გამოიღებს და მას გაათავისუფლებენ.
“შეწყალების საკითხზე მასთან არ მილაპარაკია, რადგან მისთვის მგრძნობიარე თემაა. მან ამასთან დაკავშირებით განმარტებები სასამართლო პროცესზე გაააკეთა. სპეციალურად არ შევეხე ამ თემას, მაგრამ მესმის, რომ მისგან დამოუკიდებლად ამ მიმართულებითაც სამუშაოა. თუ უნდა გაბრაზდეს ჩემზე ნიკა გვარამია. ის მეგობარია და ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის თავისუფალი იყოს.
მას იმედი აქვს, ჟურნალისტური კორპუსის და პოლიტიკოსების მხარდაჭერის, ასევე იმედოვნებს, ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და მას გაათავისუფლებენ, რადგან ბრალდებები, რითაც არის დაკავებული, აბსურდულია, არარსებული ბრალდებით არის ციხეში გაშვებული“, – განაცხადა ნაყოფიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს