კობა ნაყოფია – უკრაინაში შესვლა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის გამო ამიკრძალეს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია მიიჩნევს, რომ ის უკრაინაში სავარაუდოდ, მიხელ სააკაშვილთან თანამშრომლობის გამო არ შეუშვეს.
“მე ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ვარ ამავე ფრაქციის წევრი პარლამენტში, სავარაუდოდ, ამასთან არის დაკავშირებული, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ”, – განუცხადა Front News-ს ნაყოფიამ.
მისივე თქმით, აეროპორტის ხელმძღვანელობას მისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მიზეზები არ განუმარტავს, ამიტომ იმოქმედებს სამართლებრივად, რათა სიტუაციაში გაერკვეს.
ნაყოფია ამჟამად ბორისპოლის აეროპორტის ლაუნჯ ზონაში იმყოფება და სთავაზობენ, საქართველოში საღამოს დანიშნული რეისით დაბრუნდეს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა