Logo

კობა სუბელიანი – მობილიზდა ჯგუფები, აგროვებენ ფულს, ავტობუსებს ქირაობენ და მოდიან ნიუ-იორკში და ვაშინგტონში ხმის მისაცემად

პოლიტიკა
1330
Frontnews image description

7 წელი გამიხდა, რაც აქ ვარ და ასეთი აქტიურობა ჯერ არცერთ არჩევნებზე მახსოვს. ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთისკენ გადაუხვია და საქართველო არ უნდა მოხვდეს რუსეთის ხელში, ამან გაგვაერთიანა ყველა, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების ყოფილმა მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მობილიზდა ჯგუფები, აგროვებენ ფულს, ავტობუსებს ქირაობენ და მიდიან ხმის მისაცემად ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში.

“7 წელი გამიხდა, რაც აქ ვარ და ასეთი აქტიურობა ჯერ არ მახსოვს. ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთისკენ გადაუხვია და საქართველო არ უნდა მოხვდეს რუსეთის ხელში, ამან გაგვაერთიანა ყველა. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი აღარ დარჩა ემიგრაციაში. დამატებითი უბნები არ გაგვიხსნეს, მოვითხოვეთ ოცამდე ქალაქში, თუმცა არც ერთი დამატებითი უბანი არ გაიხსნა. ჩიკაგოდან ადამიანი ორი დღით ადრე უნდა წამოვიდეს, რომ ხმა მისცეს არჩევნებზე, მობილიზდა ჯგუფები, აგროვებენ ფულს, ავტობუსებს ქირაობენ და მოდიან ნიუ-იორკში და ვაშინგტონში ხმის მისაცემად.

ხელისუფლებამ იცის, რომ აქედან ხმებს ვერ მიიღებს და არ მოინდომეს უბნების გახსნა. 200000-მდე ხმა არის მათ წინააღმდეგ და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს სახლში“, – განაცხადა კობა სუბელიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები