Logo

“კობახიძე მაგ დროს უკვე აღარსად აღარ იქნება, გაკოჭილი, სადღაც ტელევიზორთან დაშტერებული თვალებით იდება სახლში”

საზოგადოება
867
Frontnews image description

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" მისი, ოქრუაშვილის, რურუას და მელიას გამოშვება მოუწია და ახლა ხელახალი დაჭერებით იმუქრებიან.

"ნებისმიერი ბრიტალური აქტი, რომელსაც ისინი განახორციელებენ, დაუსჯელი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მარტივად. მათ მოუწიათ თავის დროზე ჩემი გამოშვება, ოქროაშვილის გამოშვება, რურუას, ახლა მელიას გამოშვება. იბღვირებიან, მაგრამ იმუქრებიან ასევე, რომ სასამართლო და პროკურატურა ივანიშვილის ჯიბეშია, იმუქრებიან ხელახალი დაჭერებით,

კობახიძე, როგორც ყველაფერში იაფფასიანი მატყუარაა. მან თავადაც იცის, რომ სტრასბურგის სარჩელების განხილვა დიდ ხანი მიდის ხოლმე და მან ასევე უნდა იცოდეს წესით, რომ სამართლიანობის უღელი ნელა დადის, მაგრამ ადრესატთთან აუცილებლად მივა. ჩემი სარჩელები წარმოებაშიც მიღებულია, კომუნიკაციაც დასრულებულია და ადრე თუ გვიან ის სარჩელები დასრულდება ჩემი გამარჯვებით, უბრალოდ კობახიძე მაგ დროს უკვე აღარსად აღარ იქნება, გაკოჭილი, სადღაც ტელევიზორთან დაშტერებული თვალებით იდება სახლში, ძალიან საბრალო საყურებელი იქნება"-განაცხადა უგულავამ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები