“კობახიძე პარლამენტის შენობაში დაცვით დადის, როგორ შეიძლება მან რაიმე პოლიტიკური პროცესი დამოუკიდებლად წამოიწყოს”


ავტორი
Front News საქართველო
განსხავავებული ტიპის პოლიტიკური ლიდერია პრემიერი გიორგი გახარია და სრულიად სხვა მოვლენაა, ლიდერს ვერ ვუწოდებ, ირაკლი კობახიძე. ის უბრალოდ ტექნიკური შემსრულებელია, მას იმის გამბედაობა არ ექნება, რომ რაიმე ტიპის პროცესი გახარიას წინააღმდეგ ისე წამოიწყოს, თუ დავალება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ "ფორმულას" ეთერში "ქართულ ოცნებაში" არსებულ შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
"კობახიძე პარლამენტის შენობაში დაცვით დადის. წარმოიდგინეთ დეპუტატი, რომელიც პარლამენტის შენობაში დაცვით გადაადგილდება. შინაგანი გამბედაობაც კი არ ჰყოფნის, რომ იქ თავისუფლად იაროს, როგორ შეიძლება მან რაიმე პოლიტიკური პროცესი დამოუკიდებლად წამოიწყოს", – აღნიშნა ბესელიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს