Logo

“კობახიძემ შემომხედა და მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო”

პოლიტიკა
12.07.2021 / 13:41
1376
Frontnews image description

“ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ პარლამენტში მას ირაკლი კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“უბრალოდ მინდოდა თვალებში ჩახედვა და კითხვები დასმა. მინდოდა, მეკითხა მამუკა მდინარაძისთვის, რატომ ჟლეტდნენ ბავშვებს. ჩემი შვილის ტოლა ბავშვებს, ოპერატორებს, ჟურნალისტებს, ყველას. რატომ მოაწყვეს ეს სისხლიანი 5 ივლისი. 

კობახიძეს მინდა, ვუთხრა, რომელმაც შემომხედა თვალებში და მეგონა, რაღაცა ადამიანურს დავინახავდი. შემომხედა და მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო. მინდა, მას მივმართო, ყველამ თავის კორიმპირებულ, მედიპლომე ოჯახის წევრებს მიხედოს” – აცხადებს ვატო წერეთელი.

თაგები:

Advertisement