კობი ბრაიანტის ქვრივი 16-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივმა ვანესა ბრაიანტმა სასამართლო მოიგო და 16 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
საქმე ეხება ფოტოების გავრცელებას ავიაკატასტროფის ადგილიდან, რომელსაც 2020 წელს კალათბურთის ვარსკვლავი, მისი ქალიშვილი, პილოტი და 6 მგზავრი ემსხვერპლა.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მომუშავე ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის თანაშემწეებმა და მეხანძრეებმა დაღუპული ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ფოტოები გადაიღეს, რომელიც შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა.
ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ გავრცელებულმა ფოტოებმა ვანესა ბრაიანტის ემოციური სტრესი გამოიწვია. სასამართლომ გადაწყვიტა დაზარალებულისთვის 16 მილიონი დოლარის გადახდა.
კრის ჩესტერი, რომლის ცოლი და ქალიშვილი ასევე დაიღუპნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, 15 მილიონ დოლარს მიიღებს.
თაგები:
კალათბურთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს