ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან წუხელ მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა




