Logo

ქობულეთის ერთ-ერთ საწარმოში მძიმე ტექნიკა დაგორდა და 55 წლის მამაკაცი მოიყოლა

შემთხვევა
375
Frontnews image description

ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, არსებული ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის მამაკაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც შპს "თეთროსანის" წარმომადგენელი აცხადებს, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. ის შეკეთებას შეეცადა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და მამაკაცი მოიყოლა.

საწარმო ამჟამად დახურულია, სამუშაოები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თაგები:

ქობულეთი
Advertisement