Logo

კოკა მორგოშია - ამ ყველაფრის უკან მარტო ფარცხალაძე და მისი გარემოცვა რომაა, აი, ამას როდის გაშლით? 

პოლიტიკა
356
Frontnews image description

ამ ყველაფრის უკან მარტო ფარცხალაძე და მისი გარემოცვა რომაა, აი, ამას როდის გაშლით? 5 წელი რომ ამას დასჭირდა, აი, ამის უკან ვინ დგას, ესაა მთავარი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა და "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დეტალია, თუ რატომ არ იძიებდა წინა პროკურატურა ამ საქმეს.

"ცხონებული ნიკო კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით ერთი ნიუანსი მინდა ვთქვა - გასაგებია, ვინ ესროლა, გასაგებია, სად იმალებოდნენ, გასაგებია, ვინ იყო ამაში ჩართული, მაგრამ ის, რაც დღეს პროკურატურამ თქვა, მე პირადად, ვიცოდი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში და რაღაც ნიუანსები რამდენიმე საათშიც. მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ნიუანსები, რაც დღეს პროკურატურამ თქვა, ოჯახმაც იცოდა, ფაქტობრივად, მაშინვე. 

იცით, აქ მთავარი რა არის? 5 წელი რომ ამას დასჭირდა, აი, ამის უკან ვინ დგას, ესაა მთავარი.

აი, წინა პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დაქვემდებარებაში რომელიც იყო, ამას რატომ არ იძიებდა, აი, ამას რატომ არ იძიებთ? ან ეს ძმები კაკულიები, თუნდაც ეს ბუსა ჟვანია და ეს მკვლელები ჭელიძე და მეორე, ამ ბავშვებს ვინ ჩაუდო თავში, რომ დათო კაკულიას გარდაცვალებაში გია კვარაცხელიას ხელი ურევიაო, ეს ზღაპარი და ეს ბოროტება ვინ დააჯერა ამ ბავშვებს, ეგ არის მანდ მთავარი. 

კაკულიები, არ იცის დღევანდელმა ხელისუფლებამ ოთარ ფარცხალაძის შემოყვანილები რომ არიან? და ისიც არ იციან, რომ ამ ბავშვებს შორის "ბალამუტი" ოთარ ფარცხალაძის გარემოცვამ ჩააგდო? ისეთი რამე რომ დააჯერეს კაკულიებსაც, რაშიც საერთოდ არაფერი წვლილი გიას და მის ოჯახს არ აქვს? 

არ ახსოვთ, ლევან კაჭარავა რომ მოკლეს ისევ ფარცხალაძის გარემოცვამ და გია კვარაცხელიას აბრალებდნენ,რომ კაჭარავა მოკლაო ცხონებული იმიტომ, რომ კაკულიებთან და მის ოჯახთან ახლობლობდა, ყურადღებას აქცევდა და პატრონობდაო? ამ ყველაფრის უკან მარტო ფარცხალაძე და მისი გარემოცვა რომაა, აი, ამას როდის გაშლით? 

თქვენი ყოფილი შსს-ს მოადგილეები, ყოფილი გენპროკურორი გაბიტაშვილი, შოთაძე, ეს ფარცხალაძის "შნირები" კიდევ რომ ქალაქში დადიან და ჩვეულებრივად რომ მოძრაობენ, ამ ხალხს როდის დაიჭერთ? რამდენი ადამიანი არის მკვდარი და გარდაცვლილი და სუიციდამდე მივიდნენ ამ ფარცხალაძე და მათი კლანის ფსიქოტროპული წამლებით, ესეც პირველად გაიგეთ? ნარკოტიკებს რომ "კრიშავდნენ" ეგეც პირველად გაიგეთ?", - განაცხადა კოკა მორგოშიამ.

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიმართ კი ძებნა გამოცხადდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები