Logo

კოლეჯ “იბერიასა” და პოზნანის ვეტერინარიის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოება
1348
Frontnews image description

კოლეჯ “იბერიასა” და პოლონეთის ქალაქ პოზნანის ვეტერინარიის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმი ვეტერინარ-ტექნიკოსის პროფესიული პროგრამის შემუშავებას, გამოცდილების გაზიარებას, პედაგოგების გადამზადებას, სტუდენტთა მობილობასა და სტაჟირებას და სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

 

კოლეჯი “იბერია” მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 17 საკვალიფიკაციო და ოცამდე მოკლევადიან მომზადება/ გადამზადების პროგრამას ახორციელებს. 

 

კოლეჯი ოპერირებს ქუთაისსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

 

“იბერია” აქტიურად ცდილობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.

თაგები:

იბერია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები