კოლომოისკის ბრალი წარუდგინეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209 -ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (გათეთრებას) გულისხმობს.
პროკურატურა კოლომოისკის დაპატიმრებას ან გირაოს მოითხოვს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბარია 2013-2020 წლებში კოლომოისკის მიერ ნახევარ მილიარდ გრივნაზე მეტი ღირებულების ქონების გათეთრებაზე.
თაგები:
იგორ კოლომოისკი




