Logo

კოლსი – “ოცნების” მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა

პოლიტიკა
1007
Frontnews image description

ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი წერს.

“მასობრივი საპროტესტო აქციის 32-ე დღე საქართველოში. ძალადობრივი დარბევის მიუხედავად აქციები გრძელდება. “ქართული ოცნების” მარიონეტული რეჟიმის დღევანდელი ე.წ. ფიცის დადება დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი – ლიდერი, რომელიც დგას თავის ხალხთან და არა მათ წინააღმდეგ.

რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა: ამ არალეგიტიმური რეჟიმის არაღიარება; არავითარი ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმაცია; ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება; სანქციები ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს.

32 დღეა, ქართველები სიმამაცეს და გამძლეობას იჩენენ. ევროპა მათ გვერდით უნდა დადგეს”, – წერს კოლსი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები