
ავტორი
Front News საქართველო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ხუთი გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.
პარლამენტის გამოკლებული წევრის გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლე გიორგი ჩაკვეტაძე გახდება, ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე – თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი ხელაშვილს მერაბ ქვარაია ჩაანაცვლებს, ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლე, გენდერული კვოტის გათვალისწინებით, სალომე ქურასბედიანი იქნება. ვლადიმერ ჩაჩიბაიას ირაკლი კირცხალია ჩაანაცვლებს.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს