
ავტორი
Front News საქართველო
კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები მსვლელობას მართავენ. ისინი ბორჯომის პირველი ქარხნიდან მეორე ქარხნამდე ფეხით მიემართებიან, სადაც მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. მოთხოვნები უცვლელია: ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
"ვითხოვთ ოთხი ძირითადი საკითხის გადაჭრას ადმინისტრაციისგან. ეს არის ხელფასების გასწორება, დანაკლისების ანაზღაურება, ასევე გასწორებულ ხელფასებზე მომატება 30%-ით. კოლექტიური ხელშეკრულების მიღწევა, შეთანხმება და შრომითი პირობების გაუმჯობესება. ჩვენ ერთიანობის იმედი გვაქვს და ჩვენსას მაინც მივაღწევთ, ბოლომდე გავიტანთ"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომპანია "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ პროტესტის მონაწილეების ნაწილი ქალაქში ავტოკოლონებით დაიძრა, ისინი მოქალაქეებს 14:00 საათზე სოლიდარობის ნიშნად აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.
მესამე დღეა, თანამშრომლები მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს