Logo

კომპანია “ენკა” რიონის ხეობაში სამუშაოებს აგრძელებს

საზოგადოება
1466
Frontnews image description

კომპანია "ენკა" რიონის ხეობაში სამუშაოებს აგრძელებს. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიერ ადგილობრივებისთვის მიცემული პირობის მიუხედავად, რომ კომპანია დროებით შეწყვეტდა სამუშაოებს, რადგან ტექნიკის გუგუნის ფონზე მოლაპარაკების წარმართვა სწორი არ იქნებოდა, "ენკა" მუშაობას კვლავ განაგრძობს. 

"კომპანია აგრძელებს კომპლექსურ მუშაობას. საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვების აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვანის ნაწილს"- აცხადებენ "ენკას" პრესსამსახურში.

საკითხის ირგვლივ კი ადგილობრივების და არა მარტო, პროტესტი არ წყდება. ნამახნავჰესის მოწინააღმდეგეთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც 28 თებერვლის მრავალათასიან, მასშტაბურ აქციაზეც გამოჩნდა. 

თაგები:

Advertisement