“კომპრომისული წინადადებით უნდა მოვიდეს „ქართული ოცნება“, ჩვენ ჩვენი კომპრომისული წინადადებები უკვე ამოწურული გვაქვს”


ავტორი
Front News საქართველო
მამუკა მდინარაძის განცხადება არის მორიგი არაადეკვატური, რეალობასთან აცდენილი განცხადება. მოლაპარაკებაზე კომპრომისული წინადადებებით, ვინც უნდა მოვიდეს, ეს არის „ქართული ოცნება“, ჩვენ ველოდებით კომპრომისულ წინადადებებს მათგან, – ამის შესახებ "სტრატეგის აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პლებისციტის ჩატარება ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტია.
„ჩვენი შეთავაზება არაფერი არ იქნება, ჩვენი შეთავაზება არის ის ექვსი პუნქტი, რაზეც შევთანხმდით ევროკავშირის პრეზიდენტთან, ეს არის ჩვენი შეთავაზება, ამაზე დათანხმდა, მათ შორის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც, ამაზე ვისაუბრებთ ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკება. „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება იმ მდგომარეობაში არ არის, რომ წითელი ხაზებით ვინმეს ესაუბროს, ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ ამ წითელ ხაზებს არ დაივიწყებენ. პლებისციტი იყო ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ოპოზიციაში განიხილებოდა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან რაიმე სახის კომპრომისებზე საუბარი. მოლაპარაკების პუნქტები განსაზღვრულია, ერთ-ერთია ვადამდელი არჩევნები და ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ. კომპრომისული წინადადებით უნდა მოვიდეს „ქართული ოცნება“. ჩვენ ჩვენი კომპრომისული წინადადებები უკვე ამოწურული გვაქვს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს