კონგრესმენები – იმედგაცრუებული ვართ მოვლენების ამ განვითარებით, თბილისში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციით


ავტორი
Front News საქართველო
კონგრესმენები ადამ კინზინგერი და გერი ქონოლი “ქართული ოცნების” 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც კონგრესმენები აღნიშნავენ, ისინი იმედგაცრუებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით.
“დღევანდელი სიახლე, რომ “ქართული ოცნება” ტოვებს 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებას, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებულ განგრძობად გამოწვევებს.
ჩვენ იმედგაცრუებული ვართ მოვლენების ამ განვითარებით და იმით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ. მთლიანობაში, თბილისში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციით.
მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ჩაუღრმავდნენ ვითარებას, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშვონ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის და არა მისი განადგურებისთვის.
მხოლოდ საკანონმდებლო პროცესითაა შესაძლებელი მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხების გადაჭრა. მათ, ვისაც სურს იხილოს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა, აძლიერებს, როდესაც პოლიტიკოსები უკან იხევენ, თითებს ერთმანეთისკენ იშვერენ და შეთქმულებების თეორიას ავრცელებენ.
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ იქ, სადაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას საქართველოს დემოკრატიის მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
აშშ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს