კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი – გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს, – ამის შესახებ კონგრესმენმა ალექს ქსავიერ მუნმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრად საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად იმყოფება.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის, მშვიდობისა და მეზობლების დახმარების კონტექსტში. ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს.
ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ.
გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს“, – აღნიშნა კონგრესმენმა.
თაგები:
ალექს მუნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს